- პოსტმენოპაუზა
- დროის მონაკვეთი საკვერცხეების ფუნქციის სრულ გაქრობამდე. მესამე ფაზა (პოსტმენოპაუზა) - ეს არის პერიოდი მენოპაუზის დადგომიდან ჰორმონული ფუნქციის მყარ შეწყვეტამდე. კლიმაქტერული პერიოდის ამ ფაზაში (49.5-60 წელი), რომელიც საშუალოდ 5-10 წელი გრძელდება, ვლინდება გარეგანი შეხედულებისა და რეპროდუქციული სისტემის მკვეთრად გამოხატული ასაკობრივი ცვლილებები.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.